ონში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში, ახალი COVID-19 ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დეზინფექცია ჩაუტარდა მერიისა და საკრებულოს შენობას, ასევე, საქალაქო ტრანსპორტის სადგურის შენობას.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევაა, საკარანტინო რეჟიმში 637 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 54, ერთი მოქალაქე კი გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები