პირველი პაციენტის განმეორებითმა ტესტმა კვლავ უარყოფითი პასუხი აჩვენა, მეორე პაციენტს ტესტი დღეს ჩაუტარდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს ტესტი განმეორებით ჩაუტარდა და პასუხი კვლავ უარყოფითია.

მისივე თქმით, მეორე პაციენტთან განმეორებითი ტესტი დღეს ჩატარდება.

“გუშინ, დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ ჩვენი პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტთანაც, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი პასუხი, დღეს ჩატარდება ტესტირება. ალბათ, დღის ბოლოსკენ ბატონი თენგიზი მოგახსენებთ პასუხს. ვიმედოვნებთ, იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები