ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ბათუმში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, იგი კარანტინში იმყოფებოდა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ქალი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ევროპის ქვეყნიდან საქართველოში გემით დაბრუნდა. კარანტინში კი გუშინ გადაიყვანეს,
ბათუმში, ამ დროისთვის, კარანტინში 150 ადამიანი იმყოფება, ხოლო თვითიზოლაციაში 80-მდე პირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები