გურიის რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში, მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა. ქალაქი ლანჩხუთი 7 ჯგუფი – სოფლები 16; ქალაქ ოზურგეთში 26 კაციანი ჯგუფი, რომლებიც საჭიროებისამებრ დაიყოფა რამდენიმე ჯგუფად. ასევე, 28 ჯგუფი შექმნილია ოზურგეთის სოფლებში. დაბა ჩოხატაური – 1 ჯგუფი – სოფლები 37 ჯგუფი. აღნიშნული ჯგუფები მოემსახურება როგორც დაბა/ქალაქს ასევე, სოფლებს და თითო ადმინისტრაციულ ერთეულს ეყოლება მოხალისეთა ჯგუფი.
პირველ ეტაპზე ჯგუფები სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა. ჯგუფები გაივლიან საჭირო კონსულტაციებს, აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური ეკიპირებით. ასევე, დაკომპლექტდება მოხალისეთა მეორე ჯგუფი, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. მოხალისემ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე შემუშავდა. საჭიროების შემთხვევაში მოხალისეები შეასრულებენ სხვადასხვა დავალებას, მათ შორის სოციალურდ დაუცველ ხანდაზმულებს, ვინც ვერ ახერხებს უფასო სასადილოში მისვლას ბინაზე მიართმევენ საკვებს და სხვა საჭირო ნივთებს. კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ამოქმედდა ცხელი ხაზი! იმ შემთხვევაში თუ შეამჩნევთ, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა დაარღვია იზოლირების წესები ან ვინმე ახლახანს დაბრუნდა საზღვარგარეთიდან დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: ოზურგეთი 0496 – 27- 56 – 30 599 51 02 60 598 10 59 92 ლანჩხუთი 577 19 70 04 599 15 86 67 ჩოხატაური 551093080

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები