ახმეტაში ხანძრის კერა განახლდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში გუშინ საღამოს ლიკვიდირებული ხანძარი დღეს, ისევ განახლდა. ცეცხლის ღია კერები ტყის ქვედა ფოთლოვან საფარსა და გამხმარ ეკალ-ბარდს უკიდია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ,  რომ ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურია მობილიზებული.  ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც.
წინასწარი ინფორმაციით, ტყეებში ცეცხლის გაჩენის მიზეზად, მოსახლეობის დაუდევრობა სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები