ეკა ხუციშვილი: რუსთავის ბაღების საკვები უფასო სასადილოებს გადაეცემა

რუსთავის ბაგა-ბაღებში არდადეგების განმავლობაში გამოუყენებელი საკვები მერიის სოციალურ სამსახურს გადაეცემა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა, ეკა ხუციშვილმა განუცხადა.მისი თქმით, 2 მარტიდან არდადეგების გამოცხადების შემდეგ, საკვები ეტაპრობრივად სოციალურ სამსახურს უკვე გადაეცა და დარჩენილ საკვებსაც მათ გადასცემენ.

“2 მარტიდან როდესაც არდადეგები გამოცხადდა, აქტიურად დავიწყეთ, ფაქტობრივად, იმკვირასვე, მალფუჭებადი საკვების გატანა უფასო სასადილოში, ხოლო, როცა არდადეგები გახანგრძლივდა გადავწყვიტეთ, რომ დარჩენილი არამალფუჭებადი პროდუქტიც მერიის სოციალური სამსახურისთვის გადაგვეცა”,- განაცხადა ეკა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათშორისი საბჭოს განკარგულებით, საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღები არდადეგები გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები