შინაგან საქმეთა სამინისტრო: კიევის რეისთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება შესაბამისი პროტოკოლით მოხდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა რომლის მიხედვითაც, გუშინ კიევის რეისით ჩამოფრენილი იტალიაში ნამყოფი მგზავრები (სავარაუდოდ 5) პირდაპირ სახლში წავიდნენ.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, კიევის რეისთან დაკავშირებით მგზავრების შემოწმება შესაბამისი პროტოკოლით მოხდა.
“შსს, საზღვარზე მონაწილეობს მგზავრებთან შესაბამისი პროტოკოლით ურთიერთობაში, შემოწმების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს და საბაჟოს შესაბამის სამსახურებთან ერთად. კიევის რეისთან დაკავშირებით, მოხდა მგზავრების შესაბამისი პროტოკოლით შემოწმება, ნაწილი გადაყვანილია კარანტინში, ნაწილს საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია”- განაცხადეს შსს-ში.