ფინანსთა სამინისტრო: ქვეყნის მასშტაბით, საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
ქვეყნის მასშტაბით, საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს,- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ.
უწყების ცნობით, კიევის რეისიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმებაც პროტოკოლის სრული დაცვით მოხდა.
“გაცნობებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით, საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული მკაცრი მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია. კიევის რეისიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმებაც მოხდა დადგენილი პროტოკოლის სრული დაცვით, რომლის შედეგადაც მგზავრთა ნაწილი გადაყვანილ იქნა კარანტინში, ნაწილს კი მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. მგზავრთა მონიტორინგის პროცესში სრულადაა ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სამსახურები. თხოვნაა, ყოველი მსგავსი ინფორმაცია გადაამოწმოთ აღნიშნულ უწყებებთან, რათა არ შევუწყოთ ხელი მოსახლეობისთვის გადაუმოწმებელი და ყალბი ინფორმაციის მიწოდებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.