აჭარაში საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა. ინფორმაცია  აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გაავრცელა. ნინო ნიჟარაძის თქმით, გუშინ ევროპის ქვეყნებიდან შემოსული სამი პირიდან ერთის კვლევის პასუხის შედეგი საეჭვო აღმოჩნდა, თუმცა ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილმა ანალიზმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
აჭარაში ამ დროისთვის, კარანტინში 150 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 80-მდე პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები