სოფლის მეურნეობის სააგენტოს დირექტორი “ახალგაზრდა ფერმერის” კოოპერატივის სამუშაო პროცესს გაეცნო

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივის, „ახალგაზრდა ფერმერის“ ფერმა მოინახულა და სამუშაო პროცესს გაეცნო.
შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში კოოპერატივმა „ახალგაზრდა ფერმერმა“ მერძეული მიმართულების მესაქონლეობის ფერმა ააშენა. ფერმის ასაშენებლად 700,000 ლარი დაიხარჯა, საიდანაც 300,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 60,000 ლარი პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმისგან“ მიღებული გრანტი.
კოოპერატივს მეურნეობაში დასაქმებული 6 ადგილობრივია და წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ფერმაში ამჟამად 50 სული მერძეული მაღალპროდუქტიული ჯიშის (ჰოლშტეინი) საქონელია. ფერმაში ყოველღიურად 1 ტონამდე რძეს აწარმოებენ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შიდა ქართლის რეგიონში ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 28 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა რძის და ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები და ა.შ
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები