ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული. დაჭრილ მამაკაცს დახმარება ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს და იგი ბინზე უკვე გაეწერა. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის, სულხან ორჟონიას განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.რაც ჯანმრთელობის განზრახ, მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები