გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო ზონას დღეს 3 მოქალაქე დატოვებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცეს დღეს 3 მოქალაქე, მათ შორის, 1 სამოქალაქო პირი და 2 სამხედრო მოსამსახურე დატოვებს. მათ საკარანტინო ვადა ამოეწურათ.
ამ დროისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ექიმების დაკვირვების ქვეშ 55 პირი იმყოფება. მათგან 51 საქართველოს და 4 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს მოქალაქეებს შორის 12 სამხედრო მოსამსახურეა. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დრომდე, საკარანტინო ზონაში კორონა ვირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები