კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხულოში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხულოში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
სპეციალური ხსნარებით მუშავდება ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა.
სადეზინფექციო ღონისძიებები განხორციელდა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში. გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად, სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდება მიკრო ავტობუსებს და სხვა ხალხმრავალ საჭირო ობიექტებს.