გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარში გაგზავნილი მორიგი 6 ანალიზის პასუხი უარყოფითია

გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორაში გაგზავნილი ექვსი ახალი პაციენტის ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საბავადმყოფოდან აცნობეს.

მათი განმარტებით, აღნიშნული 6 პაციენტიდან ორს განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალუდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეის მდგომარეობით სულ 21 ნიმუშია გადაგზავნილი და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
ამ დროითვის სამხედრო ჰოსპიტალის საკარანტინო სუვრცეში 49 პაციენტია მოთავსებული. აქედან 45 საქართველოს მოქალაქე, რომელთა შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა, და 4 აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მოქალაქე. საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ყველა სუბუექტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე 10-მა ადამიანმა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი – ე.წ. ნომერ პირველი პაციენტი –  გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები