თელავის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები გადასცა.

უკვე მესამე დღეა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერია დროებით დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები