რუსეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – განაცხადეს ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

ახალი შემთხვევები დაფიქსირებულია მოსკოვში, მოსკოვის ოლქში, პეტერბურგში, ლენინგრადის ოლქსა და პერმის მხარეში.

შტაბში აღნიშნეს, რომ დადგენილია იმ პირთა წრე, ვისთანაც ჰქონდათ კონტაქტი ინფიცირებულებს, ამჟამად, მათი ლაბორატორიული გამოკვლევა მიმდინარეობს.

რუსეთში ამ დრომდე კორონავირუსის 34 შემთხვევა იყო დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები