ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით 5 პაციენტი შეიყვანეს
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთ პაციენტს COVID 19 – ზე ანალიზი აუღეს და პასუხი დღესვე გახდება ცნობილი. 5 მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში დღეს შეიყვანეს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
“ცოტა ხნის წინ, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 5 მოქალაქე შეიყვანეს, რომლებსაც ტემპერატურა და სხვა საეჭვო სიმპტომი აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე, საკარანტინო პირობების შექმნა სასტუმროებში გაცილებით იოლია, ვიდრე – კლინიკებში. აჭარაში 1 500 საწოლი და 160 სასუნთქი აპარატია, რაც საერთშორისო სტანდარტებს ბევრჯერ აღემატება”, – ამბობს ზაალ მიქელაძე.
აჭარაში, 13 მარტის მონაცემებით, სულ 15 პაციენტი იყო, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.