ხარაგაულიდან ქალი, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, კარანტინში გადაიყვანეს
იმერეთში იტალიიდან ჩამოსული ქალი, თვითიზოლაციის წესების დარღვევის შემდეგ, კარანტინში გადაიყვანეს.
ხარაგაულის სოფელ ხუნევში მცხოვრები ქალბატონი ქვეყანაში მეუღლეს გარდაცვალების გამო ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, რის შემდეგაც რეკონდაციები არ გაითვალისწინა. ის წყალტუბოში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში მოათავსეს. როგორც ცნობილია, ქალმა გადაყვანაზე თანხმობა თავად განაცხადა.
სოფლიდან მის გაყვანას ადგილობრივებიც ითხოვდნენ.