გარდაბანში, კორონავირუსთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, COVID-19-თან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება გრძელდება.

ამასთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი პ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“, საჭიროებისამებრ, უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების სპეციალური ხსნარებით დამუშავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები