გორის მერის ყოფილი მოადგილე სახელმწიფოს საკარანტინო სივრცესთვის საკუთარ ფართს სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი მოადგილე გამოთქვამს მზაობას, რომ, სახელმწიფოს მოცემულ სიტუაციაში, საკარანტინო ზონად დაუთმოს მის კუთვნილებაში არსებული 2500კვ.მ ფართი.

“მე, ეკატერინე სუხიშვილი, ჩემი ოჯახის წევრების მხარდაჭერით, გამოვთქვამ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, შპს ევრორეგიონული უნივერსიტეტის და კოლეჯი ამაგის კუთვნილი შენობა 2500კვმ, რომელიც ჩემი ოჯახის საკუთრებაა, გამოვიყენოთ საკარანტინო ზონად. ასევე, გამოვთქვამ მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, შპს სოფია მკურნალის მედპერსონალთან ერთად გავხდთ მოხალისეები და დავეხმაროთ ჩვენ მოქალაქეებს. ღმერთმა დაგვიფაროს ამის საჭიროებისგან. სიმშვიდესა და მხნეობას გისურვებთ. მადლობა ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ეკატერინე სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები