დმანისის მერი სოფელ ირგანჩაიში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან – ბადრი სუბარსა და არიფ სულეიმანოვთან ერთად სოფელ ირგანჩაიში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე პირადად გეაცნო.
სოფელ ირგანჩაიში მიმდინარე წელს განხორციელდა მდინარის კალაპოტის ჩაღრმავებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ, ჯამურად, 459 498 ლარი შეადგინა.პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ახალი, ხოლო სრულად რეაბილიტირდა ერთი ხიდი.
აღსანიშნავია, რომ სოფელ ირგანჩაიში სოფლის პროგრამის ფარგლებში მოეწყო გარე განათების სისტემა, პროექტის ღირებულამ 39 795 ლარი შეადგინა.