კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევის გაკეთება ქუთაისშიცაა შესაძლებელი
ახალ კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარება ქუთაისშიც შესაძლებელია, – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა. გოჩა გიორგიძის თქმით, პირველი კვლევა უკვე გაკეთდა.
“გუშინ გავაკეთეთ პირველი ლაბორატორიული კვლევა შესაძლო შემთხვევებზე და რვა კვლევიდან ყველა არის, საბედნიეროდ, უარყოფითი”, – აღნიშნა გოჩა გიორგიძემ.
შეგახსენებთ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ქუთაისსა და ბათუმში დიაგნოსგიკური ლაბორატორიების განთავსების გადაწყვეტილება 10 მარტს მიიღო.