გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში  ამ დროისთვის 49 პაციენტია მოთავსებული. აქედან 45 საქართველოს  მოქალაქე, მათ შორის 10 სამხედრო მოსამსახურეა,  4 აზერბაიჯანისა და ბულგარეთის მოქალაქე. პაციენტებს, ძირითადად, იტალიაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.     სამხედრო ჰოსპიტლიდან გუშინ გაგზავნილი  2 ნიმუში უარყოფითი აღმოჩნდა.  კიდევ 4 საეჭვო ნიმუში  გაიგზავნება დღეს  ლუგარის  ლაბორატორიაში და  პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.  თუმცა საკარანტინო სივრცეში მოთავსებული  ყველა პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,  გართულებებისა და განსაკუთრებული ჩარევის საჭიროების გარეშე.
დღემდე ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცე 8 სუბიექტმა დატოვა. დღესვე გახდება ცნობილი ხვალ გასაწერი პირების რაოდებობა, ვისაც საინკუბაციო პერიოდი ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები