ტრანსპორტი და კორონავირუსი – თბილისში მგზავრთნაკადი თითქმის 5 -ჯერ შემცირდა

12 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. როგორც „ურბანული ლაბორატორიის“ დამფუძნებელი, გიორგი ბაბუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 12 მარტს მეტროთი 84 ათასმა, ხოლო ავტობუსით 89 ათასმა ადამიანმა იმგზავრა.

ბაბუნაშვილის განმარტებით, ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, კორონავირუსია. მისი თქმით, დედაქალაქში მგზავრთნაკადი თითქმის 4-5 ჯერ არის შემცირებული. „ურბანული ლაბორატორიის“ მონაცემებით, რომელიც ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა, კორონავირუსის გამოჩენამდე ყოველდიურად თბილისის მეტრო 306- 407 ათასს, ხოლო ავტობუსები 623- 411 ათას მგზავრს ემსახურებოდნენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მერია აგრძელებს სადეზინფეციო ხსნარებით მუნიციპალური ტრანსპორტის დამუშავებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები