ახმეტის 3 სოფელში ტყე იწვის

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები ხანძარია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი იწვის.
ცეცხლის ქრობის პროცესში ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი.
სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები