კორონავირუსის გამო “ბათუმობა” არ ჩატარდება
კორონავირუსის გამო, ბათუმში მასშტაბური ღონისძიება “ბათუმობა” არ ჩატარდება – ამის შესახებ განცხადება ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ბათუმობის გარდა, პრევეციის მიზნით, გადაიდო ყველა ხალხმრავალი ღონისძიება. მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის ბათუმის მერიაც. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. სხვა სამახურები კი მინიმუმამდე შეამცირებენ თანამშრომეთა რაოდენობას. გარკვეული შეზღუდვები დაწესდება მუნიციპალური ტრანსპორტსა და სანდასუფთავებაში.
“საჯარო მოხელე შეიძლება, გახდეს ინფიცირების გავრცელების წყარო. ამიტომ, ბათუმის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და თანამშრომლების რაოდენობა შეიზღუდება, მუშაობა არ შეფერხდება, მაგრამ ფუნქციების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება მათი შემცირება. ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ჯერჯერობით, პირველ აპრილამდე გადაიდო. ადმინისტრაციულ შენობებში და მუნიციპალურ სერვისცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. გაუქმებულია ხალხმრავალი ღონისძიებები, დროებით შეჩერებულია წარმოდგენები დელფინარიუმში. ასევე არ მუშაობს საჯარო ბიბლიოთეკა”, – განაცხადა ბათუმის მერმა.
ცნობისთვის, ბათუმობა წელს 28 აპრილს იყო დაგეგმილი.