დევიდ ლი: ინფორმაცია არის იარაღი, დეზინფორმაციის ომი გვაქვს ყოველდღე საქართველოში

„მაგთიკომის” ყოფილი პრეზიდენტი, ბიზნესმენი დევიდ ლი სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძის, ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში, “ფეისბუკგვერდზე” გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ გუშინ კიდევ ერთი და მეტად ყურადსაღები საერთაშორისო კვლევა გამოქვეყნდა. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2014 წლიდან მოყოლებული კვლავ პირველ ადგილზე გავიდა”.

ბიზნესმენის აზრით, საქართველოს სოციალური და ეკონომიკური პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტურია ჩვენი მომავალი პროგრესისთვის. თუმცა ჩვენს მტრებს მედიისა და მესამე სექტორებში აქ არ მოსწონთ საქართველოს უახლესი მიღწევები.

„თითქმის ყოველ დღეს ჩვენ ვიგებთ კიდევ ერთ კარგ ამბავს საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესზე. რა თქმა უნდა, ეს პროგრესი არის მნიშვნელოვანი და გახდა ფუნდამენტი ჩვენი მომავალი პროგრესისთვის. სამწუხაროდ, ჩვენს მტრებს მედიისა და მესამე სექტორებში აქ არ მოსწონთ საქართველოს უახლესი მიღწევები და მათი დეზინფორმაცია და ტყუილები ბრიუსელში და ვაშინგტონში არის დიდი პრობლემა.

დღეს ჩვენ გვაქვს დიდი საფრთხე კორონავირუსისგან, მაგრამ ეს დეზინფორმაციის წყარო გასანეიტრალებელია. „მთავარი არხი” და მისი მეგობრები ჯერ კიდევ მუშაობენ დემოკრატიის წინააღმდეგ.

ამისი გამო, უნდა დაწერო სიმართლე! ინფორმაცია არის იარაღი და დეზინფორმაციის ომი გვაქვს ყოველდღე საქართველოში”, – წერს დევიდ ლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები