კახეთის გუბერნატორმა ლაგოდეის მერთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქურული პროექტები მოინახულა (ვიდეო)

კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ლაგოდეხში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 მლნ. ლარზე მეტი მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე დაიხარჯება. ამჟამად, მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზის მშენებლობის 10 პროექტის განხორციელება, რაც ჯამურად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 20 კმ-მდე გზის ახალი საფარის დაგებას გულისხმობს.
ამავდროულად, ლაგოდეხში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ორი ახალი სკოლა შენდება – სოფელ კაბალსა და ჰერეთისკარში. ახალი სკოლების მშენებლობის პარალელურად, დაგეგმილია სკოლებში 700 000 ლარზე მეტი ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან ერთად, ლაგოდეხში მიმდინარე წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, ასევე დაგეგმილია რამდენიმე ახალი ბაღის მშენებლობაც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები