ცაგერში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შეხვედრა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ უგრეხელიძე თემის რწმუნებულებს შეხვდა, კორონავირუსის პრევენციის გზებზე ესაუბრა და ჯანდაცვის ახალი რეკომენდაციები გააცნო.
შეხვედრაზე, ასევე, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს.
თათბირის დასრულებისთანავე, მერიის შენობაში სადეზინფექციო ღონისძიებები განხორციელდა.