ლიკანში 2 სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ლიკანში, მესხეთის ქუჩაზე ორ სკვერს აწყობს. სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა-  დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა – ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ – ბუბა ბერიძემ დაათვალიერეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ადგილზე მოეწყობა დეკორატიული ღობეები; სასეირნო ბილიკები; სავარჯიშო და საბავშვო გასართობი მოედნები; ატრაქციონები; ხის პერგოლა; ხის ღია ფანჩატური და ბიუვეტი.
მერიის განცხადებით ლიკანში გამწვანების სამუშაოებთან ერთად  სკვერში სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მიმდებარე ქუჩების იერსახე.
აღნიშნული ინფრასტრუქტურით ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები ისარგებლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები