გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრებს მართავს
ზესტაფონის მერი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრებს აქტიურად მართავს.
გიორგი გოგლიჩიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელთან, თამარ გველესიანთან ერთად, კერძო საგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელმა შესაბამისი რეკომენდაციები გასცა და გიორგი გოგლიჩიძეს მუნიციპალიტეტში განხორციელებული სადეზინფექციო სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2 მარტიდან დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები.
ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში მიმდინარეობს.