ზვიად შალამბერიძემ საკარანტინო ზონაში განთავსებული მოქალაქეები მოინახულა (ვიდეო)
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გუშინ მთავრობამ იტალიიდან სამშობლოში ჩამოიყვანა, სპეციალურ საკარანტინო ზონებში არიან განთავსებული.
ერთ-ერთი საკარანტინო ზონის მართვის პროცესს იმერეთის გუბერნატორი – ზვიად შალამბერიძე კურირებს. მან მოქალააქები მოინახულა და მათგან პირადად მიიღო ინფორმაცია საკარანტინო პერიოდის მიმდინარეობის შესახებ.