ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მაღლი ტემპერატურით მოთავსებული ქალის ანალიზის პასუხი უარყოფითია. რაც ნიშნავს, რომ მას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. 40 წლის ქალი სამედიცინო დაწესებულებაში დღეს გადაიყვანეს. ის 2 მარტს იტალიიდან დაბრუნდა. თვითიზოლაციაში კი, 11 მარტამდე იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები