ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 7 პაციენტის ანალიზის პასუხები ცნობილია – არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა, დღეს კიდევ 5 პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნეს და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  არცერთ პაციენტს ამ დრომდე კორონავირუსი არ დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები