სოფელ თედოწმინდაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სარებილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე, რომელიც გორი – ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის შენობასთან სრულდება, 689 მეტრია. გზა მთლიანად დაფარულია გრუნტით.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. გზის რეაბილიტაციისთვის 403 136 ლარია გათვალისწინებული. სოფელს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის შენობა ექნება. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.