რუსთავის მერმა ალექსი წივწივაძეს ნავი გადასცა
რუსთავის მერმა სპორტსმენ ალექსი წივწივაძეს ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ნავი გადასცა. სპორტსმენს 12 000 ლარის ღირებულების ნავი რუსთავის მერიისა და კომპანია “ეკო ოილის“ თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.
ნიჩნოსნობაში მრავალგზის ჩემპიონის თქმით, საჩუქარი მის მოტივაციას აამაღლებს და მომავალ შეჯიბრებებში წარმატების შანსებს გაზრდის.