უკრაინის მთელს ტერიტორიაზე სამკვირიანი კარანტინი გამოცხადდა

უკრაინის მთავრობამ, კორონავირუსთან ბრძოლისა და მისი გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე სამკვირიანი კარანტინი გამოაცხადა.

ამის შესახებ ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ინფორმაციით თანახმად, მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, აიკრძალოს ყველა მასობრივი ღონისძიება, რომელშიც 200-ზე მეტი ადამიანი შეიძლება, მონაწილეობდეს გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც სახელმწიფოებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე შეიძლება, ჩატარდეს.

სპორტული ღონისძიებები მაყურებლის გარეშე და საერთაშორისო ორგანიზაციების ნებართვით ჩატარდება. სასწავლო დაწესებულებები სამი კვირით დაიხურა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელ ივნისამდე ეპიდსაწინააღმდეგო დანიშნულების საქონლის ექსპერტი აიკრძალა, რომ მათი რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობისთვის იყოს საკმარისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები