“უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას წაადგება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას დაუჭერენ მხარს, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას წაადგება.
„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვისი კანდიდატურაც უნდა წარმოედგინა, ოპოზიცია მაინც გააკრიტიკებდა. ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქ მიიღება.
დარწმუნებულები ვართ, ზუსტად ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებას წაადგება“, – განაცხადა კობახიძემ.