სოფელ ქვახვრელში, ცენტრალური გზიდან რკინიგზის სადგურამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სოფლის ცენტრალური გზიდან რკინიგზის სადგურამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 188 355 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 500 მეტრია. პროექტი, გზის საფარის მოწყობასთან ერთად, სარწყავი არხის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს.