ლევან გოფოძე: ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადგილი არ გვაქვს, დღეს როცა პაციენტებს გავწერთ დაახლოებით 20 ადგილი ალბათ გათავისუფლება
“ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ადგილი არ გვაქვს, დღეს როცა პაციენტებს გავწერთ დაახლოებით 20 ადგილი ალბათ გათავისუფლება”, – ამის შესახებ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება.
“ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 40 პაციენტი იმყოფება. ჩვენ უკვე დავიწყებთ პაციენტების გაწერას, დღეს ვამზადებთ დაახლოებით 10 პაციენტს, მონაცემები გადაეგზავნება ცენტრს, შემოწმდება კიდევ ერთხელ, უსიმპტომოდ ვინც არიან და გაუვიდათ საზღვრის კვეთიდან ორი კვირა სახლში გავწერთ.
ამჟამად რესპუბლიკურში ადგილი არ გვაქვს. დღეს როცა პაციენტებს გავწერთ დაახლოებით 20 ადგილი ალბათ გათავისუფლება”, – განაცხადა გოფოძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული.