მამუკა მდინარაძე: კახა ოქრიაშვილის გარდა, ყველა მაჟორიტარი დეპუტატი 120/30-ზე საარჩევნო მოდელს მხარს უჭერს

“მაჟორიტარ დეპუტატებს ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა  აქვთ, გამონაკლისი კახა ოქრიაშვილია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კითხვებზე პასუხებია გაცემული, რაც დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა ყველა მაჟორიტარისთვის. გამონაკლისია კახა ოქრიაშვილი, რომელიც საკმაოდ ხისტ პოზიციაზე იყო და დღესაც ასეთივე ხისტ პოზიციას აფიქსირებს, მაგრამ ყველა სხვა მაჟორიტარი ამბობს, რომ, რადგან შერეული სისტემა შენარჩუნებულია, მართალია, უფრო ცოტა მაჟორიტარული ოლქით, მაგრამ მაინც და თან ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი არსებობს, რომელიც 2024 წლამდე არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ეხება, ისინი ცვლილებებში პრობლემას ვერ ხედავენ“, – განმარტა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდი და ოპოზიცია 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები