ავღანეთის დედაქალაქში ორი საპრეზიდენტო ინაუგურაცია გაიმართა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ერთდროულად ინაუგურაციის ორი ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის სასახლეში ფიცი დადო ქვეყნის პირველმა პირმა, აშრაფ ღანიმ, მეზობელ სასახლეში კი  პრემიერმინისტრმა აბდულა აბდულამ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი თავი გამარჯვებულად გამოაცხადა, საკუთარი ინაუგურაცია გამართა.

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 28 სექტემბერს გაიმართა, თუმცა შედეგები 5 თვის შემდეგ – 18 თებერვალს გამოაცხადეს. ადგილობრივი ცესკო-ს განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტი გახდა აშრაფ ღანი. მას ამომრჩეველთა 50.64%-მა დაუჭირა მხარი. მისი გამარჯვება მსოფლიო საზოგადოებამაც აღიარა.
ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 39.52%-ით მეორე ადგილი დაიკავა პრემიერმინისტრმა აბდულა აბდულამ. მან არ აღიარა შედეგები. ის გეგმავს საკუთარი მთავრობის ფორმირებას.

ორი პარალალელური მთავრობის ჩამოყალიბება ხდება მანამდე, სანამ ქაბულსა და „თალიბანს“ შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები