კორონავირუსის მიზეზით მიღებული ზომების გამო, იტალიის ერთ-ერთ ციხეში ამბოხისას 6 ადამიანი დაიღუპა
იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ მოდენას ციხეში მომხდარი ამბოხის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
Corriere de Bologna-ის ინფორმაციით, ციხიდან გასაქცევად 60-მა პატიმარმა შენობაში ხანძარი გააჩინა. პატიმრების უკმაყოფილება გამოიწვია ცნობამ, რომ ნათესავებსა და მეგობრებს აკრძალული აქვთ მათი მონახულება კარანტინის გამო.
სამართალდამცველებს 500 პატიმრის ციხიდან გაქცევის აღკვეთა მოუწიათ.
როგორც წყარომ Corriere Della Sera-ს განუცხადა, რამდენიმე პატიმარმა მოახერხა მეტადონისა და სხვა წამლების საწყობში შეღწევა.
მომხდარს პოლიცია იძიებს.