სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 670 440 ლარია.
გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის მუზეუმიდან სოფელ არაშენდისკენ მიემართება, ასფალტის საფარი პირველად მოეწყობა. სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, მაისში უნდა დასრულდეს.
პროექტის თანახმად, მოეწყობა ასფალტის საფარი, ეზოებში შესასვლელები და გზის მიერთებები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას პრობლემები აღარ შეექმნებათ.