ცაგერის მუნიციპალიტეტში სკოლების სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლებში 28 თებერვლიდან სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის, სკოლების 90%  უკვე დასუფთავებულია და მზადაა სასწავლო პროცესის გასაახლებლად.

როგორც “რეგიონულ კვირას” ცაგერის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ირაკლი სილაგაძემ განუცხადა, სკოლების უმეტესობა დეზინფექცირებულია.

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, სადეზინფექციო სამუშაოები სხვადასხვა კომპანიამ პროფესიონალურად განახორციელა. 90 %სკოლებისა მზადაა პროცესის გასაახებლად, დარჩენილია მხოლოდ 2 სკოლა, რომელშიც ორ დღეში განახორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები”, – განაცხადა ირაკლი სილაგაძემ.

სკოლებისთვის, პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლებისთვის სავალდებულოდ გავრცელების მიზნით, საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, 16 მარტამდე ყველა საჯარო თუ კერძო სასწავლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის თაობაზე. სასწავლო დაწესებულებები, პროფილაქტიკის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად ატარებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები