ირაკლი კობახიძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არცერთი ორგანოს მუშაობაში 

მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის, ბუნებრივია აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აბსოლუტურად ეთანხმება იმ სულისკვეთებას, რომ პოლიტიკური ჩარევა არცერთი ორგანოს მუშაობაში არ უნდა იყოს.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მით უმეტეს, როდესაც საუბარია, მაგალითად 48 მილიონის მოპარვაზე ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ, იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ცდილობდნენ ხელისუფლება შეეცვალათ ძალადობის გზით. მართლმსაჯულების მემორანდუმში შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის, ბუნებრივია აქ ვერც სახელები და გვარები, ვერც დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება. ჩვენ აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არცერთი ორგანოს მუშაობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები