მეუფე ნიკოლოზი: ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს, მას ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად უნდა დაეხმაროს
ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს მას ჯანდაცვის სამინისტრო აუცილებლად უნდა დაეხმაროს,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
“ეს არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, გამოცდილებასთან, ცოდნასთან. ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს. ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვმართოს და ჩვენ უარს არ ვიტყვით”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.