ასპინძაში ორ ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

დაბა ასპინძაში, ე. წ ხვილიშის უბნის ქუჩებისა და შორეთის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი – როსტომ მაგრაქველიძე, პირველ მოადგილესა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნულ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,, არალი’’ აწარმოებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 494 916 ლარს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 1705 მ. ასფალტო- ბეტონის საფარი მოეწყობა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები