დავით მათიკაშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრს: შენარჩუნდება თუ არა სახელმწიფოს მიდგომა მაღალმთიანი რეგიონების მიმართ

„შენარჩუნდება თუ არა სახელმწიფოს მიდგომა მაღალმთიანი რეგიონების მიმართ და გაგრძელდება თუ რა პოლიტიკა, რაც ბოლო საკანონმდებლო ცვლილებით არის გათვალისწინებული”, – ამ შეკითხვით საპარლამენტოს უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე ვიცეპრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილის მიმართა.

დავით მათიკაშვილის თქმით, იზრდება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების რაოდენობა და იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ამ სტატუსით სარგებლობენ. პარლამენტის წევრი დაინტერესდა მთავრობის გეგმებით აღნიშნული მიმართულებით და იმ პოლიტიკით, რაც სტატუსით მოსარგებლე მოსახლეობას ახალ ბენეფიტებს მიანიჭებს.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, იზრდება მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფლების რაოდენობა. შესაბამისად, იზრდება იმ პირთა რიცხვი, რომლებიც ამ სტატუსით სარგებლობენ. ჩვენ ვიცით, რომ მთავრობის მიერ უკვე არის შემოტანილი წინადადება „მთის კანონში” ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჩამონათვალს, დაახლოებით, 50 დასახლება ემატება. კონკრეტულად, რა პროექტები ხორციელდება ან რა იგეგმება ისეთი, რაც, სოციალური დახმარების გარდა, სხვა ბენეფიტებსაც მიანიჭებს ამ სტატუსით მოსარგებლე სოფლების მოსახლეობას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები