ბალის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ტურისტებს კორონავირუსზე ვერ ამოწმებენ

ბალის ჯანდაცვის მთავარმა ოფიცერმა, კეთუთ სუარჯაიამ აღიარა, რომ ადგილობრივ ექიმებს არ აქვთ საშუალება, გამოიკვლიონ ტურისტები კორონავირუსზე.

მისი თქმით, ტურისტებს, ვისაც აქვთ ეჭვი Covid-19-ზე, აგზავნიან თავიანთ სინჯებს ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას ლაბორატორიაში, რადგან კუნძულზე ლაბორატორიები არაა.

ამის მიუხედავად, სუარჯაიამ მოუწოდა ტურისტებს, არ ინერვიულონ ვირუსის გამო, რადგან პანიკა და შიში კორონავირუსზე სახიფათოა.

ჯამურად, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტთა 35 სინჯი გადაიგზავნა ჯაკარტაში გამოსაკვლევად. აქედან 12 ჯერ კიდევ ელოდება პასუხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები